понедельник, 6 октября 2014 г.


http://www.iliauni.edu.ge/imgs/logo_GEO.jpg


მოგესალმებით

წინამდებარე კითხვარი ემსახურება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ინტერკულტურული ასპექტების კვლევას. იმის დადგენას, რამდენად არის წარმოდგენილი სასწავლო მასალებში ინტერკულტურული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ხელშემწყობი ან ხელშემშლელი ტექსტები, თვალსაჩინოებები, სავარჯიშოები, აქტივობები და ..
ვიცით, რომ კონკრეტული სახელმძღვანელოს (რომლითაც გისწავლებიათ ან ასწავლით) გაანალიზება თქვენთვის დამატებითი ნებაყოფლობითი შრომაა, თუმცა, ისიც ვიცით, რომ ჩვენც და თქვენც ერთ საქმეს ვემსახურებით - რაც შეიძლება ადვილად შეძლონ მომავალმა თაობებმა სწრფად ცვალებად გარემოსა და მუდმივად მზარდი გლობალიზაციის პირობებში საკუთარი თავის რეალიზაცია.    
კვლევას წარმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების  მეცნიერებათა მიმართულების პროფესორთა ჯგუფი (დავით მალაზონია, შორენა მაღლაკელიძე, ნინო ჭიაბრიშვილი და გიორგი გახელაძე), პროექტის - ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში - ფარგლებში.
თქვენ მოხსენიებული იქნებით კვლევის მონაწილეებად საბოლოოდ გამოცემულ  მონოგრაფიაში. სურვილის შემთხვევაში ასევე შეგეძლებათ მონაწილეობა ინტერკულტურული განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!

საკონტაქტო ინფორმაცია: giorgi.gakheladze@iliauni.edu.ge, მობ.: 577278826
        davit_malazonia@iliauni.edu.ge, მობ.: 593390882
                                                 nino_chiabrishvili@iliauni.edu.ge, მობ.: 599941267

გთხოვთ შევსებული კითხვარი გადმოგზავნოთ მხოლოდ ნინო ჭიაბრიშვილის ელ.ფოსტის მისამართზე: nino_chiabrishvili@iliauni.edu.ge







კითხვარი

კვლევაში ჩართული მასწავლებლის დემოგრაფიული მონაცემები
სახელი და გვარი: ______მარინა  ტარუღიშვილი____________________________________
ელ.-ფოსტის მისამართი და ტელეფონი:  mtarugishvili@gmail.com__________________
სკოლა: მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქ.თბილისის № 124 საჯარო სკოლა ________
რომელ კლასს/ებს ასწავლით  2012 წლიდან:  VIII,IX,X,XI,XII________________________
რომელ  საგანს/ებს ასწავლით_ისტორია, სამოქალაქო განათლება_____________________
გაანალიზებული სახელმძღვანელოს (რომლითაც გისწავლებიათ ან ასწავლით) გამომცემლობა, ავტორები და გამოცემის წელი: __ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,ნინო კიღურაძე,გიორგი სანიკიძე,ლევან გორდეზიანი,ლალი ფირცხალავა,რევაზ გაჩეჩილაძე 2012 წელი_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
კლასი: _XI კლასი______________


კითხვარის შევსების ინსტრუქცია

1)   კულტურული მრავალფეროვნების კვლევისას ვეყრდნობით ჯ. ბენეტის მოდელს, რომელიც გულისხმობს შემდეგ კომპონენტებს: რელიგია, რასა, ასაკი/თაობა, სოციო-ეკონომიკური სტატუსი, სექსუალური ორიენტაცია, სქესი, გეოგრაფიული გარემო, განათლებას, ეთნიკურობა.
2)      განხილული მაგალითების რაოდენობა და პასუხის მოცულობა არ არის შეზღუდული.
3)      თვალსაჩინოებაში იგულისხმება რუკა, სქემა, ილუსტრაცია, ფოტო, ნახატი, და სხვ.


1.      გთხოვთ, სახელმძღვანელოდან მოიყვანოთ ყველა მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს ან/და აფერხებს კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის შეძენასა და გაფართოებას.

1.1. სასწავლო მასალის შინაარსი:

ხელს უწყობს (+)
აფერხებს (-)
პარაგრაფის № და სათაური
ავტორისეული ტექსტი
წყარო
თვალსაჩინოება

+
№40 სახალიფოს კულტურა
,,ისლამური ცივილიზაცია ყველაზე ადრეული პერიოდიდან საქალაქო და ვაჭრობაზე ორიენტირებული იყო.მუსლიმური ქალაქები იქმნებოდა და ვითარდებოდა არაგეგმიურად,მასში ვიწრო ქუჩებით და უბნებით ერთმანეთს ემიჯნებოდნენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები.ისლამურ ქალაქში თითქმის ყოველთვის დომინირებდა საშუალო ვაჭართა კლასი...“
,,არაბები VIII საუკუნის დასაწყისში შეიჭრნენ ესპანეთში და მთელი პირენეის ნახევარკუნძული დაიპყრეს“.
,,ამ ხანებში ესპანეთი წარმოადგენდა ისლამური,ქრისტიანული და ებრაული კულტურების შეხვედრის ადგილს.ურთიერთგავლენის შედეგად იქმნებოდა ხელოვნების უაღრესად საინტერესო ნიმუშები.არაბული გავლენით,ქრისტიანული ესპანეთის არქიტექტურაში ხანგრძლივი დროის მანძილზე პოპულარული იყო ე.წ. ,,მუდეჯარის“სტილი“.
1.მეცნიერებათა კლასიფიკაცია ალ-ფარაბის მიხედვით
2.ავეროესი(იბნ რუშდი)
3.ავიცენა(იბნ სინა)
3.ებრაელები არაბულ ესპანეთში
4.თბილისის საამირო
არაბული ასტროლაბი,არაბული კალიგრაფიის ნიმუში,სასახლე სევილიაში,კორდობას მეჩეთის ინტერიერი
+
№56 რენესანსი და ჰუმანიზმი.აღორძინების ევროპული ცენტრები
,,ის ფაქტი,რომ აღორძინების ხანა იტალიაში დაიწყო,  სულაც არაა ისტორიული შემთხვევითობა. XIV საუკუნისათვის ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები,აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარებისა და ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ იტალიაში,უპირველეს ყოვლისა,ბიზანტიური კულტურული გავლენის შეღწევის შედეგად შუა საუკუნეების ევროპის ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებულ ცენტრებად ჩამოყალიბდა“.
,,აღორძინების ხანის მეცნიერება და ხელოვნება გამოდის შუა საუკუნეების თეოლოგიური მსოფლმხედველობის ჩარჩოებიდან და მთელ თავის ყურადღებას ადამიანს,მის ცხოვრებასა და გარემომცველ სამყაროს აპყრობს.რენესანსის ეპოქაში ადამიანი,მისი საქმიანობის ყველა სფეროში ცდილობს საკუთარი ზალებით,საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით(ემპირიულად),საკუთარი გონებით შეიმეცნოს სამყარო.ბევრი ხელოვანისა თუ მეცნიერისათვის შემოქმედების იმპულსი ახალი ოპტიმისტური განწყობა იყო.სიცოცხლით ტკბობამ გააქარწყლა წარსულის პირქუში გამოცდილება.აღორძინების ხანის ტანამედროვეები ბნელ შუა საუკუნეებზე გამარჯვებას ზეიმობდნენ.
ბუნებაზე დაკვირვებამ,პროპორციებისა და ანატომიის შესწავლამ შესაძლებელი გახადა სინამდვილის ზედმიწევნით ზუსტი გამოსახვა ფერწერასა და ქანდაკებაში.ბუნებრიობა მთავარ მოთხოვნად იქცა სახვით ხელოვნებაში.ოპტიკისა და გეომეტრიის კანონების შესწავლის შედეგად პერსპექტივის აღმოჩენის წყალობით მხატვრებმა სივრცის გამოსახვა შეძლეს“.
1.იტალიელი ჰუმანისტი პოეტის პეტრარკას (1304-1374)სამადლობელი წერილი კონსტანტინეპოლში მყოფ მეგობარს(1354),
2.ჯონჯო ვაზარი(1511-1674),ფლორენციელი მხატვარი,არქიტექტორი და მწერალი,მედიჩების ოჯახის მეგობარი და მათი პროტეჟე,რენესანსის კულტურის შესახებ.
3.პაპების ლეო X-ისა და იულიუს II -ის ხარჯები.

+
პეტრე I -ის საგარეო პოლიტიკა და რეფორმები
,,რუსეთის იმპერატორი დიდ ყურადღებას აქცევდა თავადაზნაურობაში ევროპული კულტურის დანერგვას.სამსახურებრივი წინსვლა უკვე დამოკიდებული იყო განთლებაზე.1700 წელს მოსკოვში გაიხსნა მათემატიკური და სანავიგაციო ხელოვნების სკოლა.მალე მათ დაემატა საარტილერიო,სამედიცინო და საინჟინრო სკოლები. პეტერბურგში დაარსდა საზღვაო აკადემია.1705 წელს კი გაიხსნა პირველი რუსული გიმნაზია.დაარსდა ასევე პირველი რუსული გაზეთი და დაიწყო ევროპული ენებიდან წიგნების თარგმნა.
1.პეტრე I-ის ბრძანებები:წვერის ტარების აკრძალვის შესახებ,პირველი იანვრის წლის დასაწყისად დაწესების შესახებ,სამეფო ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლის შესახებ.
2. რუსი ისტორიკოსი კლიუჩევსკი პეტრე I-ის შესახებ.

















1.2. სურვილის შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეკომენდაცია:
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

2.      გთხოვთ, სახელმძღვანელოდან მოიტანოთ სასწავლო მასალის ყველა მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს ან/და აფერხებს კულტურულად მრავალფეროვან გარემოში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების (მაგ.: ჯანსაღი კომუნიკაციის უნარი, მრავალფეროვან გარემოში მშვიდობიანი თანაარსებობა, კონფლიქტების თავიდან აცილება, და ა.შ.) შეძენასა და განვითარებას.

2.1. სასწავლო მასალის შინაარსი:

ხელს უწყობს (+)
აფერხებს (-)
პარაგრაფის № და სათაური
სავარჯიშო/კითხვა
დავალება/პროექტი

+
48,დიდგორის ბრძოლა
წყაროებზე დაყრდნობით შეაფასეთ დავითის პოლიტიკა თბილისის არაქართული მოსახლეობის მიმართ.დამატებით გაეცანით სათანადო ნაკვეთს ტექსტიდან და შეაფასეთ მეფე დავითის პოლიტიკა მეზობელი ხალხების(სომხების,შარვანელების)მიმართ.
ტექსტისა და წყაროების გამოყენებით შეაფასეთ დავითის მიერ შექმნილი სახელმწიფო სისტემა.დაწერეთ მოკლე შემაჯამებელი თხზულება,დაასაბუთეთ თქვენი შეფასებები.
+
49,თამარ მეფის ეპოქა
ტექსტსა და დამატებით ცნობებზე I,II-ზე დაყრდნობით გააანალიზეთ თამარის დროინდელი სახელმწიფო მმართველობის სისტემა და წერილობით ჩამოაყალიბეთ თქვენი დასკვნები
დამატებით ცნობა III-ზე ,,თამარ მეფის კულტი“ დაყრდნობით,იმსჯელეთ,რა შეიძლება გამხდარიყო თამარის შესახებ ლეგენდების შეთხზვის საფუძველი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.შეეცადეთ,დაასახელოთ რაც შეიძლება მეტი ფაქტორი.
+
54,ქართული სახელმწიფოს დაშლა
იმსჯელეთ ევროპასთან საქართველოს კავშირის ხელისშემშლელ ფაქტორებზე.სათანადო არგუმენტებისა და მაგალითების მოშველიებით განსაზღვრეთ დასავლეთ ევროპის ინტერესები საქართველოში და ის,თუ რამდენად რეალური იყო ამ ინტერესების განხორციელება.
წერილობით ჩამოაყალიბეთ,შეიძლება თუ არა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის სამსაუკუნოვანი(XIII-XV სს) მონაკვეთი შეფასდეს,როგორც ,,დასავლეთში დასაყრდენის ძიებისა და აღმოსავლეთში დამპყრობლებთან ბრძოლის პერიოდი“,დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრებები.













2.2. სურვილის შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეკომენდაცია:
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

3.       გთხოვთ სახელმძღვანელოდან მოიტანოთ სასწავლო მასალის ყველა მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს ან/და აფერხებს კულტურულად მრავალფეროვანი გარემოსადმი ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

3.1. სასწავლო მასალის შინაარსი:

ხელს უწყობს (+)
აფერხებს (-)
პარაგრაფის № და სათაური
ავტორისეული ტექსტი
წყარო
თვალსაჩინოება

+
48 დიდგორის ბრძოლა
,,გადაწყდა, საქართველოში ჩამოესახლებინათ ყივჩაღთა მრავალრიცხოვანი ურდო,რომელიც ჩრდილო კავკასიაში რუსეთის მთავრის ვლადიმერ მონომახის მიერ შევიწროვებული და გამოდევნილი იყო სამხრეთ რუსეთის ველებიდან.ქართველები კარგად იცნობდნენ ყივჩაღებს და მათთან ცხოველი ურთიერთობაც ჰქონდათ.დავითის მეორე მეუღლე ყივჩაღთა მთავრის,ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო.საქართველოს მეფემ მოლაპარაკება გამართა მათთან და საქართველოში გადმოსვლაზე დაითანხმა.
1118 წ დავით მეფე და მისი მწიგნობართუხუცესი გიორგი დარიალის გზით ჩრდილო კავკასიაში გადავიდნენ.მათ დაიმორჩილეს ოსები,რომელთაც ყივჩაღებთან მტრობა ჰქონდათ,დაიკავეს ოსეთის ციხეები,აიყვანეს მძევლები და უზრუნველჰყვეს ყივჩაღთათვის მშვიდობიანი გზა.ამის შემდეგ ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოვიდა.დავითმა ისინი საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში ჩაასახლა,მიუჩინა საცხოვრებელი და სამეურნეო ადგილები და თითოეულ ოჯახს თითო შეიარაღებული მხედრის გამოყვანა დაავალა.

1.არაბი ისტორიკოსები ალ-ფარიკი და ალ-ჯაუზი დავითის პოლიტიკის შესახებ თბილისის მუსლიმი მოსახლეობის მიმართ
1.რუკა-საქართველო მეფე დავით აღმაშენებლის დროს,
2.სურათი-დიდგორის ველი


























3.2. სურვილის შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეკომენდაცია:
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

4.      გთხოვთ შემოგვთავაზოთ განხილული სახელმძღვანელოს თქვენეული დასკვნა:
           ზემოხსენებული სახელმძღვანელო შესაბამისია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,რომლის მიხედვითაც შედეგი მიღწეულია,თუ მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კულტურების ურთიერთგავლენის საკითხების კვლევა,საკლასო დისკუსიისას შეუძლია მსჯელობა ევროპული და აღმოსავლური კულტურების ურთიერთმიმართებაზე და თითოეულის გავლენაზე ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე.
             სახელმძღვანელოში არის ინტერკულტურული ცოდნის,უნარებისა და დამოკიდებულებების ხელშემწყობი თვალსაჩინოებები,წყაროები,რომლებიც შესაბამისია ავტორისეულ ტექსტთან.არის დროის ხაზი,რომელიც მოსწავლეებს განვლილი გაკვეთილის მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხელს უწყობს მათი დროით სივრცეში ორიენტირებას.
ძირითადი სამუშაო ერთეული წყაროა.დავალებების უმეტესობა უშუალოდ წყაროების ანალიზზეა ორიენტირებული.
სახელმძღვანელოში გაპარულია ფაქტობრივი შეცდომებიც.მაგალითად,ტექსტში ვკითხულობთ:,,სამხრეთში,შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად,პეტრეს ოსმალეთის იმპერიასთან მოუხდა დაპირისპირება.1796 წელს რუსებმა  უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე აზოვი დაიკავეს.თუმცა,პეტრეს არ ეყო სამხედრო ძალა ორ ფრონტზე საბრძოლველად და ოსმალების დასამარცხებლად“.უნდა იყოს 1696 წელი.
           გარდა ამისა,ძალიან ცუდად,მოსწავლისათვის გაუგებრად წერია ჰოლანდიისა და ინგლისის რევოლუციები.უძლიერეს მოსწავლეებსაც კი უჭირთ ამ წიგნიდან სწავლა დასახელებული საკითხების.იძულებულია პედაგოგი,დამატებითი მასალა მოიტანოს.მე,მაგალითად,პრეზენტაციის სახით გავაკეთე powerpoint-ში და ვაჩვენე პროექტორით,რადგან წიგნიდან შესწავლისას მოსწავლეებისთვის საკითხი გაუგებარი და ბუნდოვანი იყო.